ირფფ-ს აღმასკომმა გივი ბაბუნიძე გენერალურ მდივნად დაამტკიცა
12 მაისს, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაში ახალარჩეული აღმასრულებელი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. მასზე, ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და აღმასკომის კიდევ ოთხმა წევრმა - ვახტანგ ბზიკაძემ, რამაზ დვალიშვილმა, ბადრი ნაკაშიძემ, კახა შალამბერიძემ, დღის წესრიგის პირველ საკითხად ირფფ-ს 2017 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს.
აღმასკომის მსჯელობის საგანი იყო ირფფ-ს გენერალური მდივნის პოსტზე დავით რუხაძის მიერ წარდგენილი კანდიდატურის განხილვაც. ამ პოსტზე ირფფ-ს პრეზიდენტმა გივი ბაბუნიძე დაასახელა, რომელიც აღმასკომმა ერთხმად დაამტკიცა.