საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

რეგიონული ლიგის (დასავლეთი) გათამაშების კენჭისყრა.

7777

მიმდინარე წლის 18 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, იმერეთის და აჭარის ფეხბურთის ფედერაციებმა, ქალაქ ქუთაისში საზოგადოება ქუთაისელის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარეს რეგიონული ლიგის (დასავლეთი) გათამაშების კენჭისყრა.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად განაწილდნენ:

რეგიონული ლიგა (დასავლეთი)  
   
„ა" ჯგუფი „ბ" ჯგუფი
1.„ტორპედო -2" ქუთაისი
2.„იმერეთი-2" ხონი
3.„ჩხერიმელა" ხარაგაული
4.„მართვე" ქუთაისი
5.„რაჭა" ამბროლაური
6.„ჩიბათი" ლანჩხუთი
7.„მარგვეთი 2006" ზესტაფონი
8.„ივერია" ხაშური
9.„ზანა" აბაშა
10.„საირმე" ბაღდათი

1.„მერანი-2" მარტვილი
2.„მაჭახელა" ხელვაჩაური
3.„მერცხალი" ოზურგეთი
4.„სამგურალი-2" წყალტუბო
5.„შუქურა-2" ქობულეთი
6.„სულორი-2"ვანი
7.„ხიხანი" ხულო
8.„სალხინო" მარტვილი
9.„ციცქა" თერჯოლა


„ა" ჯგუფის გათამაშებას უხელმძღვანელებს იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო „ბ" ჯგუფის გათამაშებას აჭარის ფეხბურთის ფედერაცია.

აღნიშნულ კენჭისყრას ესწრებოდნენ: იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით რუხაძე, გენერალური მდივანი გივი ბაბუნიძე, საშეჯიბრო მენეჯერი ნუგზარ რუსიშვილი და სამსაჯო მენეჯერი გიორგი კიკაჩეიშვილი, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე, გენერალური მდივანი ლევან ქორიძე და ასევე კენჭისყრაში მონაწილე გუნდების წარმომადგენლები.