საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

სფფ-მ იმერეთის რეგიონის ვეტერან ფეხბურთელებს წინასააღდგომოთ პროდუქტი გადასცა.

131313

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ვეტერან ფეხბურთელებს, სააღდგომოთ საკვები პროდუქტი გადაეცა.

სპეციალური სასაჩუქრე ყუთების მიწოდება იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმერეთის რეგიონალურმა ფეხბურთის ფედერაციამ უზრუნველყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონა ვირუსთან საბრძოლველად თანხა 100 ათასი ლარის ოდენობით გადარიცხა #stopcov ფონდში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა და ბიზნესომბუცმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფინანსური რესურსის გარდა მზადყოფნა გამოთქვა ფედერაციის ბალანსზე არსებული სასტუმროსა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის საკარანტინო ზონად მოსაწყობად.