ქართველი მსაჯები ევროტურნირებზე
22 ივლისს ლატვიის ქალაქ იურმალაში ევროპის კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა გოგა კიკაჩეიშვილის ხელმძღვანელობით მოემსახურება. ლატვიის „რიგა FS"-ისა და უნგრეთის „პუშკაშის" მატჩზე გოგა კიკაჩეიშვილს ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯად კი ირაკლი ხერხაძე იმუშავებს.