საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ევრო 2023 | ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება



2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა
ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდებათითოეულ ქვეყანაში 
ორ-ორი ჯგუფი ჩატარდებაახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში,
სტადიონზე ჩატარდებაბათუმშიქუთაისსა და თბილისში 
(ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი). 

ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგებახოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს

თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა
თუმცა უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციითრომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში
არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავესჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლადქუთაისში გაიმართება.

შეგახსენებთრომ უეფა- 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ, 2020 წლის 3 დეკემბერსუეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა. 2023 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.

ჩემპიონატის დებულების თანახმადორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი 
ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

?>