26 მარტს, ქ. ქუთაისში სასტუმრო „ბესთ უესთერნ ქუთაის“-ში იმერეთის რეგიონის და რაჭა-ლეჩხუმის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწემ ქალბატონმა სალომე კიკალიშვილმა, სკოლების კატეგორიზაციის მენეჯერმა ლაშა მანწკავამ, მასობრივი ფეხბურთის განვითარების მენეჯერმა თამაზ კვერნაძემ და იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა დავით რუხაძემ.
სემინარი, რომელიც ქუთაისში გაიმართა, მიზნად ისახავდა კატეგორიზაციის პროცესში ჩართული კლუბებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კატეგორიზაციის პროცესზე, კრიტერიუმებზე და ვადებზე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პროცესს აგრძელებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პროცესს აგრძელებს.