პროექტ "ფლეიმეიქერსის" ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და სახალისო აქტივობების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად. სავარჯიშო პროცესში ჩართვა ბავშვებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
"ფლეიმეიქერსის" საქართველოში განსახორციელებლად მწვრთნელების სპეციალური პროგრამით გადამზადებას, სპორტული ეკიპირებასა ელექტრონული სახელმძღვანელოებს უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
აღნიშნული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს, ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც კერძო სკოლები, ისე ქალთა კლუბები და საფეხბურთო აკადემიები, ასევე სფფ-ის პროექტ #WePlayStrong საქართველოს წერტილები.
თითოეულ ლოკაციაზე მინიმუმ 10 გოგონას შეუძლია ვარჯიში, რომელსაც მინიმუმ 2 მწვრთნელი ავარჯიშებს, მათ შორის ერთი ქალი. წლის განმავლობაში ვარჯიშები ორ ეტაპად, შემოდგომაზე და გაზაფხულზე გაიმართება.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ Women's Football Georgia-ს პირად შეტყობინებაში.
Playmakers-ის ლოკაციები საქართველოში:
დასავლეთ საქართველო:
- ბათუმი - სკოლა ნიკე
- ბათუმი - მეგასკოლა
- ბათუმი - ქალთა საფეხბურთო კლუბი ბათუმი
- ბათუმი - ბაღი ბემბი ლენდი
- ბათუმი - WPS ბათუმი
- ქედა - ქედას სკოლა
- ქობულეთი - ხუცუბნის სკოლა
- ხონი - ხონის ტექნიკური გიმნაზია
- გვიმბალაური - სფფ-ის საფეხბურთო აკადემია
- მარტვილი - მარტვილის საფეხბურთო აკადემია
- თერჯოლა - WPS თერჯოლა
- ზუგდიდი - ქალთა საფეხბურთო კლუბი ფენიქსი
- ამბროლაური - ქალთა საფეხბურთო კლუბი რაჭა 2020
- საჩხერე - ქალთა საფეხბურთო კლუბი ქარიშხალა
- ქუთაისი - ქალთა საფეხბურთო კლუბი მართვე
თბილისი
- WPS ვარკეთილი
- ბაქსვუდის სკოლა
- ქალთა საფეხბურთო კლუბი ნორჩი დინამო
- ქალთა საფეხბურთო კლუბი სოხუმის დინამო
- სკოლა-გიმნაზია პირველი
- ლოკომოტივის საფეხბურთო აკადემია
- დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია
- სელეროს საფეხბურთო სკოლა
- ვიკინგების საფეხბურთო სკოლა
- WPS გლდანი
- WPS ვაკე
- საფეხბურთო კლუბი კვარტალი
აღმოსავლეთ საქართველო
- ახმეტა - საფეხბურთო კლუბი ბახტრიონი
- ახალციხე - ქალთა საფეხბურთო კლუბი ზარზმა
- გორი - ქალთა საფეხბურთო კლუბი გორი იუნაიტედი