დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ თავისუფალი გრაფიკით, მიიღონ დამატებით შემოსავალი და უშუალო მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ჩატარებაში.
ევროპის ჩემპიონატამდე, რომელსაც 2023 წლის ზაფხულში საქართველოსთან ერთად რუმინეთი მასპინძლობს, სტიუარდები პრაქტიკას, როგორც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ისე საქართველოს მასშტაბით გასამართ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მატჩებზე მიიღებენ.
სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველმა, უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.
გასაუბრების და ორდღიანი ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი მიიღებს სერთიფიკატს და გახდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდი.