უეფას გადაწყვეტილებით, ინგლისისა და იტალიის 19-წლამდე ნაკრებების ნახევარფინალური მატჩის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მისი პირველი ასისტენტი დავით გაბისონიაა. ქართველ არბიტრებთან ერთად, მატჩზე ლიეტუველი მსაჯები იმუშავებენ. შეხვედრა 28 ივნისს, სენეცში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გოგა კიკაჩეიშვილმა და დავით გაბისონიამ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სლოვაკეთი - იტალიის და ინგლისი - ისრაელის 19-წლამდე ნაკრებების მატჩებზე იმუშავეს.