კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა სტრატეგიული განვითარება იყო, სადაც საქართველოს მაგალითზე განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს მასობრივი ფეხბურთის ინტეგრირება ფეხბურთის სტრატეგიული განვითარების გეგმაში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კონფერენციის მონაწილეების წინაშე სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი, ნიკოლოზ ჯღარკავა პრეზენტაციის წარსდგა, რომლის ფარგლებშიც სფფ-ის მიერ შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა, სადაც მასობრივი ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
ოთხდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ასევე იღებენ, სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის მენეჯერი თამაზ კვერნაძე და ქალთა ფეხბურთის მენეჯერი ქეთი ყიფიანი.
კონფერენცია, რომელიც 2019 წლიდან პირველად იმართება, 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას და მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის სამომავლო ხედვის ჩამოყალიბებას.
სტრატეგიული განვითარების გეგმა | 2022-2026