თეონა სტურუა ფეხბურთს ქუთაისის ,,მართვეს“ შემადგენლობაში თამაშობდა, არის სქართველოს ორგზის ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ოთხი წლის განმავლობაში ირიცხებოდა საქართველოს გოგონათა19-წლამდე ნაკრებში. 2016 წლიდან იყო საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი. მონაწილეობა მიუღია ქალთა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ქუთაისის „მართვეს“ შემადგენლობაში. სამსაჯო კარიერა 2018 წლიდან, მსაჯის ასისტენტად დაიწყო, შემდეგ კი, მთავარი მსაჯი გახდა.
2023 წლისთვის, თეონა სტურუასთან ერთად, ფიფას საერთაშორისო მსაჯის სტატუსი კიდევ ორ ქართველ ქალ არბიტრს აქვს - ხათუნა მაისურაძე და ქეთევან გაიპარაშვილის საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტები არიან.