საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

სფფ-ს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს



4 თებერვალს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გამართულ სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე, დელეგატებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ხმის უფლების მქონე 28 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა ლევან კობიაშვილს მისცა, რომელიც ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად, დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შემადგენლობა აირჩიეს: აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, თენგიზ სულაქველიძე, რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული, ნიკოლოზ ჯღარკავა. 

სფფ-ის, ფიფას და უეფას დებულებებისა და წესდების დარღვევისთვის, სფფ-ის წევრობიდან გაირიცხა საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის „დინამო“, დამტკიცდა 2023 წლის ბიუჯეტი და დებულების თანახმად დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.

ღონისძიების ფარგლებში, ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მოხსენებით წარდგა. მადლობა გადაუხადა სპონსორებს და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის. ისაუბრა მოახლოებული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც, სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, რაც ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ისაუბრა, როგორც ეროვნული ნაკრების, ისე ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე. ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მასობრივი, ქალთა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.

ლევან კობიაშვილმა ასევე ისაუბრა მსაჯთა კორპუსის საერთაშორისო წარმატებაზე და ეროვნულ ჩემპიონატში მსაჯის ვიდეო ასისტენტის (VAR) დანერგვის შესახებ. აღნიშნა სფფ-ის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ფეხბურთის ყველა რგოლს მოიცავს, ხაზი გაუსვა 2023 წელს, ბათუმში გასამართ მწვრთნელთა საერთაშორისო სამიტის მნიშვნელობას, რომელიც უეფას ყველაზე დიდი პროექტია ამ მიმართულებით. 

ლევან კობიაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ქართული ფეხბურთის განვითარების ახალი სტრატეგიის შესახებ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გასულ წელს წარადგინა და მოიცავს ყველა მიმართულებას ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის. სტრატეგიაში სწორედ ის ნაბიჯებია ასახული, რომელთა მიხედვითაც იმუშავებს ფეხბურთის ფედერაცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ყრილობის დასაწყისში, ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა არჩილ კონცელიძეს, რომელიც წლების განმავლობაში გვერდში ედგა ქართულ ფეხბურთს. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობას ესწრებოდნენ ფიფას წევრი ასოციაციების ევროპის განყოფილების დირექტორი ელხან მამადოვი, ფიფას წევრი ასოციაციების განყოფილების განვითარების პროგრამების კოორდინატორი ჯანი მანკა და უეფას ეროვნული ასოციაციების განყოფილების მრჩეველი ჯოზეფ კლიმენტი, რომლებმაც სიტყვით გამოსვლისას ქართული ფეხბურთის პროგრესს, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობას და ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლეს გაუსვეს ხაზი.
💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დელეგატებს, საზოგადოებას, გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, როდესაც ერთობლივად, საკმაოდ რთულ პერიოდში ჩავიბარეთ ფეხბურთის ფედერაცია. დღეს კი, განხორციელებული პროექტები იმის საშუალება გვაძლევს, რომ დავინახოთ პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. 

დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წელი არ იქნება მარტივი, იქნება გამოწვევები, თუმცა მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საზოგადოებამ იცის, თუ რას ვაკეთებდით განვლილი 4 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს წინსვლა, განვვითარდით, თუმცა გვაქვს საკითხები, სადაც გვჭირდება ცვლილებები. ეს ვერ იქნება მხოლოდ ერთ ადამიანზე დამოკიდებული, ეს არის საერთო საქმე, ქართული ფეხბურთის, რაშიც ვგულისხმობ თითოეულ ადამიანს, მათ შორის მოთამაშეებს, ხელმძღვანელ პირებს და ეს იქნება ჩვენი მთავარი გამოწვევა".

💬 დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "ვულოცავ ბატონ ლევან კობიაშვილს და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს. მინდა წარმატება ვუსურვო მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის სტაბილურობა, რომელიც ბოლო წლებში გვაქვს. სტაბილურად იზრდება ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების რიცხვი, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს წინსვლა და პროგრესი წლიდან წლამდე გაგრძელდეს. 

2023 წელი უპრეცედენტოა ჩვენთვის, რადგან 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ და ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები არის წარმოდგენილი ფინალურ ეტაპზე. ამიტომ, წარმატება უნდა ვუსურვოთ გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ტურნირისთვის შენდება, გამოყენებული იქნება ქართული ფეხბურთისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის. ტურნირის ორგანიზებაში ათასამდე ადამიანი იქნება ჩართული, ყველა საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებს და უფრო მეტი გადამზადებული ადამიანი გვეყოლება. მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა და გულშემატკივართა მხარდაჭერა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ლევან კობიაშვილის კანდიდატურა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა წარმატებულები ვიყოთ და ისტორიაში პირველად ქართველი გახდეს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი".

?> hacklink al fethiye escort hack forum organik hit ultrabetwww.sonnalp.net casino sitelericasino siteleri 2025bonus verendeneme bonusu veren siteler 2025casibomgalabetjojobet güncel girişCanlı bahis sitelerideneme bonusu veren siteler hangileridir?jojobet girişjojobetyalıhüyük escortmatbetmeritkingmeritkingbettilt girişjojobet güncel girişcasibomcanlı maç izleONWIN - RESMI GIRIŞ ADRESI - ONWIN DOGRU GIRIŞ - ONWIN GIRIŞ - ONWIN BONUS - ONWİN SİTESİbetvole giriÅŸonwin girişjojobet girişmeritkingcasibommatadorbetmeritking cumaIP TV SATIN ALjustin tv izlejustin tv izlepusulabetGrandpashabetGrandpashabetmarsbahisLisanslı bahis sitelerihttps://mangavagabond.online/de/altyazılı pornoaltyazılı pornobettiltbettiltmeritkingmeritkingmadridbetextrabet girişextrabet girişextrabet girişextrabetextrabetpusulabetcasibomTiktok Follower KaufencasibomcasibomcasibomcasibomholiganbetsahabetHyatt Place Flushingvirabet girişNewsNewsNewsNewsNewszbahisCasibomcasibombetciomatadorbetmegabahiscasibom