ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები ტურნირის მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში ერთდროულად ჩაირთვება:
თბილისში - პირველი რესპუბლიკის მოედანზე;
ქუთაისში - ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ;
ბათუმში - ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები. საათის ჩართვის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს გააკეთებენ.
ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს, სფფ-ის YouTube არხზე 17:55 საათიდან იხილავით.