21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდა. თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში, ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.
თბილისში უკუთვლის საათი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ჩართო. ქუთაისის საათის ჩართვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა და უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელჩმა ალექსანდრე იაშვილმა.
ღონისძებას ესწრებოდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე, ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.
13 მარტს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, საზეიმო ღონისძიება გაუქმდა ბათუმში. თუმცა თბილისისა და ქუთაისის მსგავსად, უკუთვლის საათი ტურნირის ფინალის მასპინძელ ქალაქშიც ჩაირთო.
21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შედგება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
უკუთვლის საათების ჩართვასთან ერთად, 13 მარტიდან დაიწყო ბილეთების გაყიდვა. გულშემატკივრებს ჩემპიონატზე დასასწრები აბონემენტების შეძენა TKT.GE-ზე სპეციალური ლინკის საშუალებით შეუძლიათ: www.under21tickets.ge