ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, ხოლო 2019 წელს ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია იღებდა. კიგალიში გამართულ ღონისძიებას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.