ღონისძიებას, სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრო და ლიცენზიების მაძიებელ ფეხბურთის აგენტებს წარმატა უსურვა.
ფიფას ფეხბურთის აგენტების ლიცენზირება ახალი დებულებების შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც 2022 წელს დაინტერსებულ მხარეებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა.
ახალი დებულების თანახმად, დაინერგა მომსახურების სტანდარტები ფეხბურთის აგენტებისა და მათი კლიენტებისთვის, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს ფეხბურთის აგენტების სავალდებულო ლიცენზირების სისტემას და ადგენს ფიფას ფეხბურთის აგენტისთვის გადასახდელი თანხის ზედა ზღვარს. ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად ფეხბურთის აგენტებს აეკრძალებათ მრავალმხრივი წარმომადგენლობა, რაც საკონტრაქტო მდგრადობის გაძლიერებასა და ტრანსფერების სისტემის მთლიანობის დაცვას ემსახურება.
ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების გამოცდა საქართველოში პირველად ჩატარდა. ფიფასთან ერთად ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე წელს ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების კიდევ ერთი გამოცდის ჩატარებას გეგმავს. ფეხბურთის აგენტებს გამოცდის ჩაბარება ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენაზე შეუძლიათ.
2023 წლის 1 ოქტომბრიდან ფეხბურთის საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ ლიცენზირებულ ფეხბურთის აგენტებს ექნებათ.