საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ირფფ-ს რიგითი XIV ყრილობა



29 მაისს ქ. ქუთაისში, ჩატარდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის რიგითი XIV ყრილობა, შემდეგი დღის წესრიგით : 

1. დღის წესრიგის დამტკიცება;
2. პრეზიდენტის მოხსენება;
3. ირფფ-ს 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
4. დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა.

ყრილობას ესწრებოდნენ ირფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები: 
1. ვახტანგ ბზიკაძე
2.პაატა შალამბერიძე
3.ბადრი ნაკაშიძე
4.რამაზი დვალიშვილი

ასევე, ხმის უფლების მქონე ირფფ-ს წევრები-წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე 11-დან 9 დელეგატი

1.ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი საჩხერის ჩიხურა“ - ბექარი ბერდელიძე 
2.ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ - რევაზ შერგელაშვილი  
3.შპს საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს „სამგურალი“ - სამსონი ფრუიძე
4.ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „სულორი“ ვანი - როინ კანკაძე 
5.ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „საირმე“ - ჯაბა ახალაძე
6..შპს საფეხბურთო კლუბი „მეშახტე“ - ლევან ჯაფარიძე 
7.ა(ა)იპ ჭიათურის ბავშვთა და მოზარდთა საფებურთო სპორტული სკოლა - თეიმურაზ ბიწაძე
8.ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ხონის „იმერეთი“ - თამაზი აბაზაძე 
9.ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი - რამაზი გურაბანიძე 

XIV-ე ყრილობაზე, ირფფ-ს პრეზიდენტმა ბ-მა დავით რუხაძემ შეაჯამა 2022 წლის იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა. ასევე, ყრილობამ დაამტკიცა ირფფ-ს 2023 წლის ბიუჯეტი და დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.