სფფ-ის პრეზიდენტი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად 5 აპრილს, ლისაბონში გამართულ უეფას ყრილობაზე აირჩიეს.
სფფ-ის პრეზიდენტმა არჩევნებში 40 ხმა მიიღო და გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობს.
ეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, უეფას კომიტეტებს სფფ-ის მენეჯმენტის კიდევ ერთი წარმომადგენელი შეუერთდა. აკაკი ალადაშვილი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უეფას იურიდიული კომიტეტის წევრი იქნება.
ამავდროულად, უეფა-ს სხვადასხვა კომიტეტებში, სფფ-ის მენეჯმენტის წევრები აგრძელებენ მუშაობას და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განახლებულ პოზიციებზე იმუშავებენ.
ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრები გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და განვითარებისა და ტექნიკური დახმარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა; დავით მუჯირი კვლავ ახალგაზრდული და მოყვარულთა ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე იმუშავებს, ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთის კომიტეტის წევრი; კახა ჭუმბურიძე - უეფას ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრი იქნება, ნიკა ჯღარკავა კი კვლავ მასობრივი ფეხბურთის პანელის წევრი იქნება.
აღმასრულებელმა კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.