უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ორი ოთხდღიანი მოდულისგან შედგება. კურსში 100-მდე ლიცენზიის მაძიებელი იღებს მონაწილეობას. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მონაწილეებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის შესაბამისი დიპლომი და ლიცენზია გადაეცემათ.
აღნიშნული კურსები საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.