უნგრული კეჩკემეტისა და ლატვიური რიგას მატჩს ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ. მატჩის მეოთხე არბიტრი დავით ხარიტონაშვილი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ბელგიური ბრიუგეს და დანიური ორჰუსის მატჩის არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იქნება. შეხვედრა ბრიუგეში გაიმართება და 22:00 საათზე დაიწყება.