საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ლევან კობიაშვილი უეფას ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომას დაესწრო



ლევან კობიაშვილი უეფას ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. კომიტეტის სხდომა უეფას სათავო ოფისში, 
ნიონში გაიმართა.

ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში განხილული საკითხები დასამტკიცებლად უეფას
აღმასრულებელ კომიტეტს გადაეგზავნება. აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 22 მაისს, დუბლინში გაიმართება.

ლევან კობიაშვილი უეფას საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩევამდე, სფფ-ის პრეზიდენტი უეფაფს ფეხბურთის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

კომიტეტის სხდომის შემდეგ, ლევან კობიაშვილი, ნიონში, უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ სფფ-ის ინიციატივის შედეგად, 2024/25 წლების სეზონიდან ახალგაზრდულ ლიგაში უეფას ყველა ასოციაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილებას. 
მათ შორის, 
საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ლიგის გამარჯვებული.