8 მაისს, ქ. ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში, იმერეთის რეგიონის და რაჭა-ლეჩხუმის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებთან ჩატარდა სემინარი
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწემ ქალბატონმა სალომე კიკალიშვილმა, მასობრივი ფეხბურთის განვითარების მენეჯერმა თამაზ კვერნაძემ და იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენმა ბატონმა დავით რუხაძემ.
სემინარი, რომელიც ქუთაისში გაიმართა, მიზნად ისახავდა კატეგორიზაციის პროცესში ჩართული კლუბებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კატეგორიზაციის პროცესზე, კრიტერიუმებზე და ვადებზე.
სფფ-ის სკოლების კატეგორიზაციის და მონიტორინგის შესახებ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის და შემდგომში მონიტორინგის პროცესებს აგრძელებს.