საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ფიფას 74-ე კონგრესი ტაილანდში გაიმართა



ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ფიფას 74-ე კონგრესი გაიმართა. 

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია იღებდა. ღონისძიებას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი ესწრებოდნენ. 

კონგრესის ფარგლებში შედგა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს შეხვედრას უეფას კონფედერაციის წარმომადგენლებთან და გაიმართა ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფიფას და უეფას შორის, რომელშიც მონაწილეობა ლევან კობიაშვილმა მიიღო. 

ფიფას კონგრესზე დასახელდა 2027 წლის ქალთა მსოფლიო ჩემიონატის მასპინძელი ქვეყანა. წილისყრის შედეგად, 119 ხმით, ტურნირის მასპინძლად ბრაზილია დასახელდა. ამასთან, კონგრესმა ფეხბურთში რასიზმთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის წესდება დაამტკიცა.