კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გერმანიის, პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრები გუნდების მწვრთნელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში, მონაწილეობას იღებდა სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, როგორც უეფას აღმასრულებელი კომიტეტის და უეფას ეროვნული ნაკრები გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ასევე სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.
აღნიშნული კონფერენცია, უეფას ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი კონფერენცია მიზნად ისახავდა წარმოედგინა UEFA EURO 2024-ის ტექნიკური და ტაქტიკური ანალიზი, რაც საშუალებას მისცემს უეფას წევრ ყველა ასოციაციას განიხილონ თანამედროვე ტენდენციები და ტექნიკური საკითხები.