საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს და ლატვიის ნაკრები გუნდების ვეტერანთა ამხანაგური მატჩი გაიმართა. უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა.
ანგარიში მატჩის მე-12 წუთზე ალექსანდრე იაშვილმა გახსნა, მე-17 წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ორამდე ალექსანდრე კობახიძემ გაზარდა. 29-ე წუთზე იაშვილმა დუბლი შეასრულა. 38-ე წუთზე ლატვიამ ერთი გოლი გაქვითა. პირველი ტაიმის ანგარიში ედგარს გაურაჩსმა დააფიქსირა. 48-ე წუთზე გაურაჩსმა დუბლი შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 66-ე წუთზე კი, ცაუნიამ ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 74-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. მატჩის საბოლოო ანგარიში მე-80 წუთზე ზურაბ იონანიძემ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით დააფიქსირა.
საქართველო 4:4 ლატვია
გოლები: იაშვილი (12', 29'), კობახიძე (17'), იონანიძე (80) - გაურაჩსი (38', 48'), ცაუნია (66', 74')
საქართველო: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ოთარ მარცვალაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ზურაბ იონანიძე, ვასილ გიგიაძე, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ჩიხრაძე
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ლატვია: ალეკსანდრს კოლინკი, მიჰაილს ზემლინსკისი, ოლეგს ბლაგონადეჟდინს, ალეკსანდრს ისაკოვსი, იგორს კორაბლოვსი, ანტონს იემელინსი, ედგარს გაურაჩსი, ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდს ცაუნია, დენის რომანოვსი, დენის ივანოვსი, მარის ვერპაკოვსკისი, ანდრეის პროჰორენკოვსი, მიჰაილს მიჰოლაპსი, ალექსანდრს იელისეიევსი.
მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდრს სტარკოვსი