სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწემ, რეგიონული ახალგაზრდული და მასობრივი ფეხბურთის კოორდინატორმა ქალბატონმა სალომე კიკალიშვილმა, მასობრივი ფეხბურთის განვითარების მენეჯერმა თამაზ კვერნაძემ, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბექა ოშხერელმა და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რუხაძემ.
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვთა საფეხბურთო სკოლებისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარებაში.
სემინარი მიზნად ისახავდა კატეგორიზაციის პროცესში ჩართული კლუბებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კატეგორიზაციის პროცესზე, კრიტერიუმებზე და ვადებზე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის და შემდგომში მონიტორინგის პროცესებს იწყებს.

17 მარტს, ქ. ქუთაისში სფფ-ის ქუთაისის აკადემიაში, იმერეთის რეგიონის და რაჭა-ლეჩხუმის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებთან ჩატარდა სემინარი
