რამაზ შენგელიას თასზე პირველი ტური დამთავრდა
იმერეთის ღია ჩემპიონატზე 2000-2001 წლებში დაბადებულმა ჭაბუკებმა, დღეს პირველი ტურის მატჩი გამართეს. ქუთაისში, კერძოდ კი საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ტორპედომ" ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს უმასპინძლა და 0:1 წააგო. თამაზ გაბრიჭიძის გაწვრთნილმა ყვირილასპირელებმა საბა ბაზაძის გოლით იმარჯვეს.
6 აპრილს, ახალი სეზონის საწყის მატჩს გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშების (2003წ) მონაწილეები გამართავენ:
"ჩიხურა" (საჩხერე) - "იმერეთი" (ხონი) დასაწყისი 13:00
"იმერეთი" (ქუთაისი) - "ხვამლი" (ცაგერი) 15:00
"სპორტსკოლა" (ჭიათურა) - "მართვე" (ქუთაისი) 16:00
"სამტრედია" - "ტორპედო" (ქუთაისი) 17:00