საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

შარშანდელმა ჩემპიონმა 2003-წლამდელთა სტარტი წელსაც მოგებით აიღო

alt6 აპრილს, ირფფ-ს ორგანიზებული გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშებაც დაიწყო. თუმცა, ვიდრე გუნდები ტურის პირველი მატჩს დაიწყებდნენ, ფედერაციის წარმომადგენელმა ვახტანგ დათიაშვილმა შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულ საჩხერის ”ჩიხურას” (მწრთვნელი მირიან მიქაძე) თასთან ერთად, ღია ჩემპიონატის მოგებისთვის საპატიო სიგელიც გადასცა.

თავად 2003-წლამდელთა ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩები ასეთი შედეგებით დასრულდა:

”ჩიხურა” (საჩხერე) - ”იმერეთი” (ხონი) 4:0

”იმერეთი” (ქუთაისი) - ”ხვამლი” (ცაგერი) 1:2

”სპორტსკოლა” (ჭიათურა) - ”მართვე” (ქუთაისი) 0:2

”სამტრედია” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 0:4

საჩხერელთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკა ხარაიშვილმა, რომელმაც მეტოქის კიპერის 3-ჯერ დამწუხრება შეძლო.

ქუთაისის ”იმერეთისა” და ცაგერის ”ხვამლის” პაექრობაში ანგარიში სტუმარმა ლუკა ნემსაძემ საჯარიმო დარტყმიდან გახსნა. თემურ კვანტიძემ გათანაბრება პირველსავე ტაიმში შეძლო. რაც შეეხება მატჩის საბოლოო შედეგს, იგი ცაგერელმა გიორგი ხმელიძემ თანაგუნდელივით ”სტანდარტიდან” ზუსტი დარტყმით დააფიქსირა - 1:2.

ჭიათურაში ქუთაისის ”მართვემ” (მწრთვნელები რამაზ კოღუაშვილი, ავთო რევიშვილი) ორბურთიანი სხვაობით იმარჯვა. დუბლით თავი გამოიჩინა ომარი პერანიძემ.

”მშრალად” მოიგო კიდევ ერთმა ქუთაისურმა გუნდმა. ”ტორპედოს” U14-ებმა 4 უპასუხო გოლი გაიტანეს ”სამტრედიასთან” დაპირისპირებაში. 2 გოლი გაიტანა ელგუჯა ტყეშელაშვილმა, შოთა გორდაძემ და ანზორ თევზაძემ კი მეტოქის დამწუხრება თითოჯერ მოახერხეს.

ხვალ ახალი სეზონის მარათონში 2002-წლამდელები ჩაებმებიან. ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის გათამაშების პირველი ტურის განრიგი ასეთია:

”იმერეთი” (ქუთაისი) - ”საპოვნელა” (თერჯოლა) დასაწყისი 12:00

”მართვე” (ქუთაისი) - ”რაჭა” (ამბროლაური) 16:00

”საირმე” (ბაღდათი) - ”იმერეთი” (ხონი) 16:00

”სპორტსკოლა” (ჭიათურა) - ”მარგვეთი 2006” (ზესტაფონი) 16:00

?>