საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ქუთათურთა დღე იმერეთის ღია ჩემპიონატზე

20 აპრილს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ ასაკობრივ ჭაბუკთა გათამაშებაზე, 3 მატჩი გაიმართა და სამივეში გამარჯვება ქუთაისურმა გუნდებმა იზეიმეს.

2002-წლამდელთა შორის მიმდინარე ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის პირველობაზე, ბაღდათში გამართულ საგარეო მატჩში იმარჯვა კონკურსგარეშე მოასპარეზე ქუთაისის "იმერეთმა". ტარიელ კვატაშიძის გაწრთვნილმა გუნდმა მეორე ტაიმში ოთიკო ავალიანის მიერ გატანილი გოლით მოიგო - 0:1.

III ტურის ორი მატჩი შედგა რამაზ შენგელიას სახელობის გათამაშებაზე. ქუთაისის "მართვე-1" (მწრთვნელები მერაბ სირაძე, გელა კუხიანიძე) შინ ვანის "მართვეს" დაუხვდა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში 61-ე წუთზე დავით გუნცაძემ გახსნა, რასაც მატჩის ბოლოსკენ გიორგი ფარულავას დუბლი მოჰყვა (75, 79).

საინტერესო ბრძოლა იყო მეორე ქუთაისურ დაპირისპირებაში, რომელშიც "მართვე-2"-მა ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. მამა-შვილი ბურკაძეების გაწრთვნილები ბაკურ ბუაძემ პირველსავე წუთზე დააწინაურა. ზღვისპირელმა ირაკლი კრომლიდიმ წონასწორობა 32-ე წუთზე აღადგინა, თუმცა გიორგი შანიძემ ბექა კუნჭულიას საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე მის გუნდს სატურნირო ცხრილში დამწინაურებელი 3 ქულა მოუტანა - 2:1.

ხვალ 2 მატჩის ჩატარებაა დაგეგმილი. 2002-წლამდელებში ჭიათურის "სპორტსკოლა" ამბროლაურის "რაჭას" უმასპინძლებს (დასაწყისი 16:00 საათზე), ხოლო 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გათამაშებაში ჩოხატაურის "ბახმარო" 13:00 საათიდან ს/კ "ქუთაისს" დაუხვდება.

?>