მომცელიძის ჰეთ თრიკი და გაწითლებული ტური
დღეს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაზე (2000-2001წწ დაბადებული ჭაბუკები) VII ტურის ოთხივე მატჩი გაიმართა:
"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) - "მაჭახელა-2" (ხელვაჩაური) 1:1 (1:1)
"ტორპედო" (ქუთაისი) - "მართვე-2" (ქუთაისი) 2:4 (0:3)
"რაჭა" (ამბროლაური) - "დინამო" (ბათუმი) 4:0 (1:0)
"სპორტსკოლა" (ონი) - "მართვე" (ვანი) 1:2 (0:0)
ამბროლაურში გამართულ მატჩში, რომელსაც ირფფ-ს პრეზიდენტი დავით რუხაძე ესწრებოდა, ჰეთ თრიკი მიითვალა "რაჭას" ფორვარდმა მერაბ მომცელიძემ, ხოლო არბიტრმა 54-ე წუთზე წითელი ბარათი ბათუმელ გუგა გაგუას უჩვენა.
წითელი ბარათებით "მოინიშნა" რაჭაში გამართული მეორე შეხვედრაც. ონში, ადგილობრივ გუნდსა და ვანის "მართვეს" შორის პაექრობაში, მეტოქის შეურაცხყოფისთვის 67-ე წუთზე გაძევებულ იქნა მასპინძელი გიორგი გავაშელიშვილი, ხოლო 74-ე წუთზე 2 ყვითელი ბარათის გამო მსაჯმა მინდორი ვანელ საბა ჟღენტს დაატოვებინა.
# |
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
”რაჭა” (ამბროლაური) |
5 |
5 |
0 |
0 |
20-1 |
15 |
2 |
”მართვე-2” (ქუთაისი) |
6 |
4 |
2 |
0 |
10-4 |
14 |
3 |
”დინამო” (ბათუმი) |
6 |
3 |
1 |
2 |
8-7 |
10 |
4 |
”მართვე” (ვანი) |
7 |
2 |
3 |
2 |
8-12 |
9 |
5 |
”მართვე-1” (ქუთაისი) |
6 |
2 |
2 |
2 |
7-4 |
8 |
6 |
”მაჭახელა-2” (ხელვაჩაური) |
6 |
2 |
1 |
3 |
5-6 |
7 |
7 |
”მარგვეთი 2006” (ზესტაფონი) |
5 |
1 |
2 |
2 |
8-9 |
5 |
8 |
”ტორპედო” (ქუთაისი) |
7 |
1 |
1 |
5 |
9-21 |
4 |
9 |
”სპორტსკოლა” (ონი) |
6 |
1 |
0 |
5 |
8-19 |
3 |