საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ფრე აზერბაიჯანელ ვეტერანებთან

ფრე აზერბაიჯანელ ვეტერანებთან

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ამხანაგური საერთაშორისო მატჩის სათამაშოდ იმერეთის რეგიონის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდი იმყოფებოდა.აღნიშნულ პაექრობას ორგანიზება იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციამ გაუკეთა, რომელსაც ფინანსური თანადგომა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუწია.

ქართველთა მეტოქე აზერბაიჯანის ვეტერანთა ნაკრები იყო. მატჩი "ალინჯა არენაზე" შედგა, რომელზეც ორი 30-წუთიანი ტაიმების შემდეგ ტაბლოზე 5:5 დაფიქსირდა.

ჩვენებურებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გელა კიკალეიშვილი, რამაზ სანიკიძე, დავით რუხაძე (კაპ.), მიხეილ მახვილაძე, გიორგი სუხიაშვილი, ჯიმშერ ვერულაშვილი, ირაკლი ჭიღლაძე, მამუკა ხუნდაძე, მამუკა ლომსაძე, დავით სევასტოპულო, ზაზა ვაჩიბერაძე. შეცვლაზე შევიდნენ - ბააკა კაკაბაძე, ნიკოლოზ რუხაძე, ირაკლი კიკვაძე. ჩვენებურთაგან გოლების ავტორები არიან: ზაზა ვაჩიბერაძე (2), მამუკა ხუნდაძე (პენალტით), დავით სევასტოპულო, გიორგი სუხიაშვილი.

აზერბაიჯანული მხარე ქუთაისს საპასუხო ვიზიტით მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა.

?>