იმერეთის ღია ჩემპიონატებზე მხოლოდ იმერლებმა იმარჯვეს
დღეს, მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებაზე (2006 წლამდე დაბადებული ჭაბუკები) X ტურის მატჩები შედგა:
"ქუთაისი" - "მართვე" (ქუთაისი) 1:0 (0:0)
"შუქურა" (ქობულეთი) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 0:5 (0:2)
"სამტრედია-1" - "ტორპედო" (ქუთაისი) 0:4 (0:3)
გიორგი ცუცქირიძის გაწრთვნილებმა თანაქალაქელ "მართვეს" უმასპინძლეს და გიორგი ჯიშკარიანის მიერ 29-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს - 1:0.
დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა ქობულეთში ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-მა (მწვრთნელი მალხაზ ღონღაძე). ყვირილასპირელებმა ტატო ცხადაძის დუბლით (6, 31), ბექა ლაბაძის (11), ნიკოლოზ მღარიშვილისა (27) და საბა აბრამიშვილის (37) თითო გოლით სძლიეს აჭარლებს. სხვათა შორის, ზღვისპირელებს საკუთარ მოედანზე "მშრალი" მარცხისაგან (0:5) თავის დაღწევა შეეძლოთ, თუმცა გიორგი კვირკველიამ 43-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
სტუმრად ასევე დიდი ანგარიშით მოიგო "ტორპედომ". კახა ლიპარტიანის შეგირდებმა (თომა ბერძენაძე (4), ლუკა ჯიშკარიანი (13), სანდრო გრძელიძე (19), ლუკა რეხვიაშვილი (31)) "სამტრედია-1"-ს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.
3 მატჩი შედგა გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშებაზე (2003 წლამდე ჭაბუკები):
"ხვამლი" (ცაგერი) - "სამტრედია" 0:3 (0:1)
"ტორპედო" (ქუთაისი) - "სპორტსკოლა" (ჭიათურა) 7:0 (4:0)
"იმერეთი" (ხონი) - "მართვე" (ქუთაისი) 3:1 (0:1)
# |
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
”ტორპედო” (ქუთაისი) |
10 |
9 |
0 |
1 |
37-6 |
27 |
2 |
”ჩიხურა” (საჩხერე) |
9 |
7 |
0 |
2 |
33-12 |
21 |
3 |
”სამტრედია” |
10 |
7 |
0 |
3 |
25-12 |
21 |
4 |
”მართვე” (ქუთაისი) |
10 |
5 |
1 |
4 |
14-15 |
13 |
5 |
”იმერეთი” (ხონი) |
10 |
3 |
2 |
5 |
10-17 |
11 |
6 |
”იმერეთი” (ქუთაისი) |
9 |
2 |
1 |
6 |
10-25 |
7 |
7 |
”სპორტსკოლა” (ჭიათურა) |
10 |
2 |
1 |
7 |
13-33 |
7 |
8 |
”ხვამლი” (ცაგერი) |
10 |
1 |
1 |
8 |
8-30 |
1 |
შენიშვნა: "ხვამლს" და "მართვეს" დაკლებული აქვთ 3-3 ქულა