საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

გურული დერბი იმერეთის ღია ჩემპიონატზე

10 ივნისს, გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშებაზე (2004 წლამდე დაბადებული ჭაბუკები) X ტურის მატჩები გაიმართა:

"დინამო" (ბათუმი) - "სამტრედია" 0:1 (0:1)
"შუქურა" (ქობულეთი) - "ქუთაისი" 2:0 (1:0)
"ჩიხურა" (საჩხერე) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 2:1 (0:1)
"საფ.სკოლა" (ლანჩხუთი) - "ბახმარო" (ჩოხატაური) 6:1 (4:0)

აღსანიშნავია, რომ გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-მა. ყვირილასაპირელები პირველი ტაიმის შემდეგ კი იგებდნენ საჩხერეში, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგეს - 1:2. ეს როინ ხახიშვილისა და სპარტაკ არჩვაძის გაწვრთნილთა ზედიზედ მე-6 წაუგებელი მატჩი გახლდათ.

უხვგოლიანი გურული დერბი შედგა ლანჩხუთში, სადაც ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის გუნდმა ჩოხატაურის "ბახმაროს" უმასპინძლა. ავთანდილ ნარიაშვილის შეგირდებს ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ არ მოეგოთ და დიდი ხნის დანაკლისი ამ ჯერზე აინაზღაურეს. ლაჩხუთელებმა 6:1 იმარჯვეს და დღევანდელ მეტოქეს ცხრილში ადგილი გაუცვალეს.

#

გუნდები

1

”მართვე” (ქუთაისი)

9

8

1

0

26-1

25

2

”სამტრედია”

9

7

1

1

25-9

22

3

”შუქურა” (ქობულეთი)

8

5

2

1

19-5

17

4

”მარგვეთი 2006” (ზესტაფონი)

9

3

5

1

14-3

14

5

”დინამო” (ბათუმი)

8

4

1

3

13-5

13

6

”ქუთაისი”

9

4

1

4

14-16

13

7

”ჩიხურა” (საჩხერე)

9

3

3

3

17-15

12

8

”ტორპედო” (ქუთაისი)

8

1

2

5

10-20

5

9

”საფ.სკოლა” (ლანჩხუთი)

9

2

1

6

12-17

4

10

”ბახმარო” (ჩოხატაური)

9

1

1

7

5-30

4

11

”საპოვნელა” (თერჯოლა)

7

0

0

7

1-35

0

შენიშვნა: ლანჩხუთის "საფეხბურთო სკოლას" დაკლებული აქვს 3 ქულა

?>