საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

”მართვეს” სალდაძე პოკერით შეეწია

14 ივნისს გაიმართა მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშების (2006-წლამდე ჭაბუკები) მორიგი ტურის ორი მატჩი:

"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) - "ქუთაისი" 2:1 (1:1)
"მართვე" (ქუთაისი) - "სამტრედია-1" 6:1 (3:0)

თერჯოლაში გამართულ მატჩში ანგარიში მარგველი სანდრო კვანტიძის ზუსტი დარტყმით მე-3 წუთზე გაიხსნა. გიორგი მეშველიანმა ანგარიში მალევე, მე-9 წუთზე გაათანაბრა. ყვირილასპირელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი ლუკა კვეტენაძემ 48-ე წუთზე გაიტანა - 2:1.

ქუთათურებმა "სამტრედია-1"-თან დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს. პოკერი თომა სალდაძის ანგარიშზეა (7, 22, 33, 41), ხოლო გიორგი წერეთელმა დუბლი (14, 44) შეასრულა. სტუმარმა გიორგი წერეთელმა ერთი გოლის გაქვითვა 37-ე წუთზე გატანილი პენალტით შეძლო - 6:1. სხვათა შორის, ეს გია შუბლაძის გაწვრთნილთა მიერ გატანილი პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

მე-5 ტურის გამოტოვებული შეხვედრა შედგა 2005-წლამდე ჭაბუკთა გათამაშებაში. ზესტაფონის "მარგვეთი 2006" ქუთაისის "ტორპედოს" თერჯოლაში დაუხვდა და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს უგებდა (ლუკა გრძელიძე (2) და ერეკლე მაღლაკელიძე (9)). რიონისპირელებმა, კერძოდ კი ალეკო ბასილაძემ (32) და გიორგი კანკიამ (50), მეორე ტაიმში გათანანრება შეძლეს და მატჩიც ასე დასრულდა - 2:2.

?>