საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ონელებმა ქუთაისში დამაჯერებლად იმარჯვეს

16 ივნისს, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაზე (2000 წლამდე დაბადებული ჭაბუკები) XI ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა. ქუთაისის "მართვე-1"-მა ონის სპორტსკოლის გუნდს უმასპინძლა. მინდია შერაზადიშვილის გაწვრთნილებს, წლეულს დღემდე ერთადერთი მატჩი ჰქონდათ მოგებული (შინ ზესტაფონელებთან 5:4). რაჭველებმა ტრადიციას უღალატეს და ამჯერად სტუმრადაც იმარჯვეს - 3:1.

#

გუნდები

1

”მართვე-2” (ქუთაისი)

11

9

2

0

19-5

27

2

”რაჭა” (ამბროლაური)

10

7

2

1

27-6

23

3

”დინამო” (ბათუმი)

10

5

2

3

20-10

17

4

”მაჭახელა-2” (ხელვაჩაური)

10

5

2

3

15-10

17

5

”მართვე-1” (ქუთაისი)

11

5

2

4

14-10

17

6

”მართვე” (ვანი)

11

2

3

6

11-20

9

7

”ტორპედო” (ქუთაისი)

10

2

1

7

12-26

7

8

”სპორტსკოლა” (ონი)

10

2

0

8

13-39

6

9

”მარგვეთი 2006” (ზესტაფონი)

9

1

3

5

8-13

6

დღესვე შედგა 2005-წლამდელთა გათამაშების ორი მატჩიც:

"სამტრედია" - "შუქურა" (ქობულეთი) 1:3 (0:2)
"ხვამლი" (ცაგერი) - "იმერეთი" (ხონი) 3:0 (1:0)

სამტრედიელებთან ქობულეთელთა დაპირისპირებაში ანგარიში სტუმარმა გიორგი ქათამაძემ მე-11 წუთზე გახსნა. ორიოდე წუთში ზღვისპირელები გურამ ჯაფარიძემ კიდევ უფრო დააწინაურა. მასპინძელმა ლევან ჯვარშეიშვილმა 41-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა, თუმცა, ლუკა მოწყობილმა (54) საფინალო სასტვენამდე ანგარიშში ორბურთიანი სხვაობა ისევ აღადგინა - 1:3.

ცაგერში ხონელთა სტუმრობა "ხვამლის" უპირატესობით წარიმართა. მასპინძელი ლუკა მეშველიანის დუბლს (23, 47) დავით საღინაძემ ერთი გოლიც მიუმატა და ლეჩხუმელებმა 3:0 მოიგეს.

?>