საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

გარი სორდიას სახელობის თასი ქუთაისის ,,მართვემ“ მოიპოვა.

დასრულდა გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. აღსანიშნავია, რომ მთელი ჩემპიონატი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ტურნირის გამარჯვებული პრაქტიკულად ბოლო ტურში გამოვლინდა. ჩემპიონატის ფინიშზე სხვებზე უკეთ ,,მართვე" ქუთაისი გაისარჯა და 50 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა. სამტრედიის ,,სამტრედია" 45 ქულით მეორე ადგილს დაეუფლა, ხოლო ,,მარგვეთი - 2006" ზესტაფონი 41 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.
დღეს ,,მართვეს" სკოლას იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი დავით რუხაძე) ესტუმრა და ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს (მწვრთნელი მერაბ შანიძე) გარი სორდიას სახელობის თასი, ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები გადასცა.