რამაზ შენგელიას სახელობის ტურნირის ფინალისტები ცნობილია
13 მაისს, ქუთაისის მერიისა და ირფფ-ს მიერ ორგანიზებული რამაზ შენგელიას სახელობის ტურნირის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) - "მართვე" (ვანი) 1:1 (0:0), პენ. 3:0
"ტორპედო" (ქუთაისი) - "მართვე" (ქუთაისი) 4:0 (1:0)
პირველ ნახევარფინალში ანგარიში 33-ე წუთზე ვანელმა ლუკა ოქროპილაშვილმა საჯარიმო დარტყმიდან გახსნა. საპასუხო გოლი ნიკა მღარიშვილმა ეფექტური შორი დარტყმით 39-ე წუთზე გაიტანა - 1:1.
დებულებით, ძირითადი დროის ფრედ დამთავრების შემთხვევაში გუნდები გამარჯვებულს პენალტების სერიით ავლენენ. ამ ე.წ. საფეხბურთო ლატარეაში გაცილებით ზუსტნი ზესტაფონელი 2005-წლამდელები (მწრთვნელი ირაკლი მესხი) აღმოჩნდნენ - 3:0.
მეორე ფინალისტი ქუთაისურ დაპირისპირებაში გამოვლინდა. მეტნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, "ტორპედო" "მართვეს" გიორგი კანკიას (12) გოლით ამარცხებდა. მატჩის მეორე ნახევარში ვალერი მუშკუდიანის გაწრთვნილმა ტორპედოელებმა სათამაშო უპირატესობა გოლებში გარდასახეს (დავით მშვილდაძე (28, 30), გიორგი კანკია 33)) და ფინალის საგზურს დაეუფლნენ.
ამრიგად, 14 მაისის 18:00 საათიდან ჭომის სტადიონზე ვანის და ქუთაისის "მართვეები" ერთმანეთს ტურნირის მესამეადგილოსნობას შეეცილებიან. რაც შეეხება გათამაშების ფინალს, იგი 15 მაისს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და მასში "ტორპედო" და "მარგვეთი 2006" ითამაშებენ. მატჩის დასაწყისი 16:00 საათი.
- გადასვლები: 3570