,,სოკარის რეგიონალური თასი"
წყალტუბოში გრძელდება ,,სოკარის რეგიონალური თასის“ გათამაშება 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. 10 ნოემბერს მეორე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:
I ჯგუფი
1. ,,ტორპედო“ ქუთაისი - ,,მართვე“ ქუთაისი 1-6
2. ,,სამგურალი“ წყალტუბო - ,,მართვე“ ვანი 8-0
II ჯგუფი
1. ,,საპოვნელა“ თერჯოლა - ,,ქუთაისი“ ქუთაისი 0-3
2. ,,მარგვეთი - 2006“ ზესტაფონი - ,,სამტრედია“ სამტრედია 0-0
მეორე ტურში თავი წყალტუბოელმა გაგა ჯიმშელეიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც მეტოქეს ოთხი ბურთი გაუტანა.
ორი ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავაშიც ჯიმშელეიშვილი დაწინაურდა, რომელსაც ხუთი გოლი დაუგროვდა. მას 4-4 გატანილი ბურთით ჭაბუკი ლაბაძე (,,მარგვეთი - 2006“) და ონისე აფრიდონიძე (,,მართვე“ ქუთაისი) ფეხდაფეხ მიჰყვებიან.
- გადასვლები: 3157