ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2018
დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-4 ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში.
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ,,მუზეუმი" და ,,სათემო-1". შეხვედრა დამთავრდა ,,მუზეუმის" გამარჯვებით ანგარიშით 3-0,
რომელსაც გადაეცა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის გარდამავალი თასი, I ხარისხის დიპლომი და თასი I ადგილის დაკავებისათვის. შესაბამისად თასები და
დიპლომები გადაეცათ მე-2 ადგილოსან ,,სათემო-1"-ს და მე-3 ადგილოსან ,,ბარდუბანს"
აგრეთვე დაწესებული იყო ინდივიდუალური პრიზები:
საუკეთესო მეკარე - გიორგი გიორგაძე (,,მუზემი")
საუკეთესო ასაკოვანი ფეხბურთელი - ზაზა საპანაძე (,,ბარდუბანი")
საუკეთესო ბომბარდირი - ალეკო ფანჩულიძე (,,მუზეუმი")
საუკეთესო ფეხბურთელი - თორნიკე ჭუმბურიძე (,,სათემო-1")
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ: თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ჯანელიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის მოადგილე ბატონი მანუჩარ ფანჩულიძე, თერჯოლის რაიონის სოფ. ბარდუბნის გამგებელი ბატონი რომან ბარდაველიძე, ქალბატონი მაკა ჭუმბურიძე,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დაჯილდოების ცერემონიალში და ისაუბრეს ქართლოს ჭუმბურიძის ღვაწლის შესახებ და ტურნირის მნიშვნელობაზე.
- გადასვლები: 3094