,,მურად წივწივაძის" სახელობის ტურნირი 2018
21 ნოემბერს დასრულდა ,,მურად წივწივაძის" სახელობის ტურნირი U-11 (2007 წ.დ. შორის), რომელსაც ორგანიზება გაუკეთა იმერეთის რეგიონალურმა ფეხბურთის ფედერაციამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით.
ფინალში, რომელიც გაიმართა წყალტუბოში ,,26- მაისის" სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს დაუპირისპირდა ქუთაისის ,,ტორპედო" და სამტრედიის ,,სამტრედია".
თამაშის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ 1-1, ხოლო პენალტების სერიაში გაიმარჯვა ,,სამტრედიამ" 3-2
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი კახა ჭუმბურიძე, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე სალომე კიკალიშვილი, მურად წივწივაძე, კახა წივწივაძე, კარლო კალაძე, იასონ ბზიკაძე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც მიიღენ მონაწილეობა პრიზიორების და გამორჩეული ფეხბურთელების დაჯილდოვებაში.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი კახა ჭუმბურიძე, რომელმაც ისაუბრა მურად წივწივაძის საფეხბურთო და საწვრთნელო კარიერაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ მურად წივწივაძის ხელმძღვანელობით ქუთაისის ,,ტორპედო" 1981 წელს, მაშინდელი საკავშირო ჩემპიონატის I ლიგიდან გაიყვანა უმაღლეს ლიგაში. ასევე ბატონმა კახა ჭუმბურიძემ ისაუბრა ასეთი ტურნირების ჩატარების მნიშვნელობაზე და უსურვა ყველა პატარა ფეხბურთელს წარმატება..
,,მურად წივწივაძის"სახელობის ტურნირზე დაჯილდოვდნენ პრიზიორები, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი თასები, მედლები და დიპლომები.
1.,,სამტრედია" სამტრედია (მწვრთნელი ლ. მეგენეიშვილი)
2.,,ტორპედო" ქუთაისი (მწვრთნელი ა. კვერნაძე)
3.,,მართვე" ქუთაისი (მწვრთნელი გ. კუხიანიძე)
აგრეთვე დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც გადაეცათ პრიზები:
1) პირველი გოლის ავტორი - გიორგი კვესელავა (,,სამგურალი")
2) ტურნირის აღმოჩენა - ნიკოლოზ ფანჩულიძე (,,საპოვნელა")
3) საუკეთესო მეკარე - დემეტრე მეფარიშვილი (,,სამტრედია")
4) საუკეთესო მცველი - ბიჭიკო ხაჟალია (,,სამტრედია")
5) საუკეთესო ნახევარმცველი - მათე ტოფაძე (,,ტორპედო")
6) საუკეთესო თავდამსხმელი - თამაზ გოლეთიანი (,,მართვე"ქთ)
7) ტექნიკური ფეხბურთელი - იოანე ჩაფიძე (,,მართვე"ქთ)
8)საუკეთესო ბომბარდირი - ლუკა რეხვიაშვილი (,,ტორპედო")
9)საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკოლოზ აბზიანიძე (,,სამტრედია")
- გადასვლები: 3197