მიხეილ კიპაროიძის სახელობის თასი 2021
2021 წლის 20 მაისს, ჭიათურაში ჩატარდა მიხეილ კიპაროიძის სახელობის რეგიონალური თასის გათამაშება მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწიელობდა 5 (ხუთი) გუნდი:
1.„ჩიხურა" საჩხერე
2.„იუნკერები'' ღვანკითი
3.„ქუთაისი 2011" ქუთაისი
4.„მეშახტე" ტყიბული
5.„სპ.სკოლა" ჭიათურა
ტურნირის ორგანიზატორები არიან: ჭიათურის მერია, ჭიათურის საფეხბურთო სკოლა, ჭიათურის საფეხბურთო კლუბი „მაღაროელი" და იმერეთის რეგიონალური ფეხბუთის ფედერაცია.
გამარჯვებული გუნდი გახდა ქუთაისის „ქუთაისი 2011"- გარდამავალი თასით დააჯილდოვა ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ, ასევე მიხეილ კიპაროიძის სახელობის თასით „ქუთაისი 2011" დააჯილდოვა ჭიათურის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ზურაბ ტატიშვილმა.
მეორე ადგილის მფლობელ გუნდს ჭიათურის „სპორტ.სკოლას", სამსახსოვრო თასი ჭიათურის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელმა გოგი ციცქიშვილმა გადასცა.
მესამე ადგილზე გასული გუნდი საჩხერის „ჩიხურა"- მიხელ კიპაროიძის ქალიშვილმა ლიზი კიპაროიძემ თასით დააჯილდოვა.
სამივე გუნდს გადაეცა შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები.
ინდივიდუალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:
1.საუკეთესო მეკარე - ნიკა გამყრელიძე („ქუთაისი 2011")
2.საუკეთესო მცველი - გიორგი კაპანაძე („ჩიხურა")
3.საუკეთესო ნახევარმცველი - ჯანო რევიშვილი („ქუთაისი 2011")
4.საუკეთესო თავდამსხმელი - დავით გომართელი („სპორტ.სკოლა" ჭიათურა)
5.საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა დანელია („ქუთაისი 2011")
6.მაყურებლის სიმპატია - კახა მასხარაშვილი.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
- გადასვლები: 2050