ტურნირი გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით.
ტურნირების ჩატარებას ორგანიზებას უწევდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია.
დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ : ირფფ-ს პრეზიდენტი დავით რუხაძე, ირფფ-ს გენერალური მდივანი გივი ბაბუნიძე, ირფფ-ს საშეჯიბრო მენეჯერი ნუგზარ რუსიშვილი, ირფფ-ს სამსაჯო მენეჯერი გიორგი კიკაჩეიშვილი, იმერეთის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე, ქუთაისის „ტორპედოს" აკადემიის დირექტორი გიორგი ტუღუში, ვეტერანი ფეხბურთელები: მალხაზ ასათიანი, კახა ჩხეტიანი, ზვიად ჩხეტიანი, გელა კიკალეიშვილი, ვლადიმერ ჭყონია, დავით ჯანაშია, მამუკა ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული, ლევან ჯავახაძე და სხვა. რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ტურნირის პრიზიორების და გამორჩეული ფეხბურთლების დაჯილდოვებაში.
ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ, მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე გუნდებს, სკოლებისა და კლუბის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, ირფფ-ს თანამშრომლებს და განსაკუთრებული მადლობა ყველა მონაწილე ფეხბურთელებს, და წარმატებები უსურვა მათ.
„თემური ნადირაძის" ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის U-11 (2012 წ.დ) შორის პრიზიორები:
I ადგილი - „სერვალი" ქუთაისი (მწვრთნელი დ. ხაბურძანია)
II ადგილი - „ტორპედო" ქუთაისი (მწვრთნელები კ. მუშკუდიანი, ვ. მუშკუდიანი, ა. ღირდალაძე)
III ადგილი - „სამტრედია" სამტრედია (მწვრთნელები ლ. მეგენეიშვილი, ო. ზაქარეიშვილი, მ. ბანძავა, ი. ხურცილავა)
ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები:
1.ტექნიკური ფეხბურთელი - იოანე დოგრაშვილი (მთ. მწვრთნელი ვ. მუშკუდიანი, „ტორპედო" ქუთაისი )
2. საუკეთესო მეკარე - გიორგი ჩავლეშვილი (მთ.მწვრთნელი რ. ჭუმბურიძე, „სამგურალი" წყალტუბო)
3.საუკეთესო მცველი - ნიკოლოზ ვაშაკიძე (მთ. მწვრთნელი ლ. მეგენეიშვილი, „სამტრედია" სამტრედია )
4.საუკეთესო ნახევარმცველი - ანდრია ბუაძე (მთ. მწვრთნელი დ. ხაბურძანია, „სერვალი"ქუთიასი)
5.საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი ბოხუა (მთ. მწვრთნელი დ. ხაბურძანია, „სერვალი" ქუთაისი)
6.საუკეთესო ბომბარდირი - ზაზა შალამბერიძე (მთ. მწვრთნელი ვ. მუშკუდიანი „ტორპედო" ქუთაისი)
7.საუკეთესო ფეხბურთელი - სანდრო ბრეგაძე (მთ. მწვრთნელი დ. ხაბურძანია, „სერვალი" ქუთაისი )