საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

მიქაელ მამასახლისი 8 გოლით საუკეთესო ბომბარდირია

დღეს გაიმართა ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასის გათამაშების მორიგი IV ტურის მატჩები.

"იმერეთი" (ქუთაისი) - "სპორტსკოლა" (ჭიათურა) 7:1
"საპოვნელა" (თერჯოლა) - "იმერეთი" (ხონი) 1:0
"რაჭა" (ამბროლაური) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 2:0
"მართვე" (ქუთაისი) - "საირმე" (ბაღდათი) 2:0

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის რანგში ქუთაისის "იმერეთია", რომელიც ტურნირში უკონკურსოდ მონაწილეობს და გუნდებს მასთან ნაჩვენები შედეგები ცხრილში არ გაეთვალისწინებათ. ქუთათურებმა ამჯერად ჭიათურის "სპორტსკოლა" დატოვეს უშანსოდ - 7:1. დუბლი შეასრულეს ოთიკო ავალიანმა (7, 16), ნუკრი დანგაძემ (9, 33) და რევაზ ხინგავამ (56, 62). ერთი გოლი გოჩა კიწმარიშვილის (28) ანგარიშზეა. პენალტი ვერ გამოიყენა დემურ თევზაძემ (24 წთ). ჭიათურელთა პრესტიჟის გოლს რაც შეეხება, იგი დაჩი აბესაძემ 64-ე წუთზე გაიტანა.

მე-19 წუთზე ნოდარ ლილუაშვილის გატანილი გოლით იმარჯვა თერჯოლის "საპოვნელამ" ხონის "იმერეთთან" პაექრობაში - 1:0.

ამბროლაურის "რაჭამ" შინ 2:0 მოუგო "მარგვეთი 2006"-ს. ორივე გოლი საბა ჯანგიძემ გაიტანა (38, 47 პენ.).

ორბურთიანი უპირატესობით მოიგო ქუთაისის "მართვემაც". გოლის გამტანმა მიქაელ მამასახლისმა აქაც დუბლი მიითვალა. სხვათა შორის, ეს ფეხბურთელი 8 გატანილი გოლით გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

  • გადასვლები: 3906
?>