Home

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

stopcov 2

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა 100 ათასი ლარის ოდენობით #stopcov ფონდში გადარიცხა. აღნიშნული ფონდი საქართველოში ახალი გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა და ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად ფინანსური რესურსის გარდა ფედერაციის ბალანსზე არსებული სასტუმრო და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამოყო საკარანტინო ზონად მოსაწყობად.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Free business joomla templates