,,ტორპედო” ქუთაისი
ქუთაისის ,,ტორპედომ” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველ მატჩში ფარერის კუნძულების ,,ვიკინგურს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას განმეორებით შეხვედრაშიÂÂ
,,ჩიხურა” საჩხერე
იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს ს.კ.,,ჩიხურა” საჩხერეს გამარჯვებას ,,ბეითარ”იერუსალიმთან და უსურვებს წარმატებებს ევროპალიგის შემდეგ ეტაპზე.
,,ტორპედო” ქუთაისი
იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს ს.კ. ,,ტორპედო” ქუთაისს ,,შერიფი” ტირასპოლთან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში გამარჯვებას და უსურვებს შემდეგ ეტაპზე გასვლას.
ირფფ-მ 2003 და 2004 წელს დაბადებულ სამტრედიელ ჭაბუკებს პრიზები გადასცა
უკვე დასრულებულ იმერეთის 2017 წლის ღია ჩემპიონატში ასაკობრივ გუნდებს შორის საკმაოდ წარმატებით გამოვიდნენ სამტრედიელი ჭაბუკები. დღეს ირფფ სამტრედიას სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ადგილობრივი გუნდების დაჯილდოვება გახლდათ. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მდებარე დარბაზში შეკრებილ ბავშვებს ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და კლუბის დირექტორმა პაატა შალამბერიძემ სიტყვით მიმართეს. მათ საპრიზო ადგილების დაკავება მიულოცეს, სწავლასა და სპორტულ კარიერაში წარმატებები უსურვეს და დამსახურებული პრიზები გადასცეს.
პირველად 2003 წელს დაბადებული ჭაბუკები (მწვრთნელი ნოე ჩიგოგიძე) დაჯილდოვდნენ. მათ გივი ნოდიას სახელობის თასი, ბრინჯაოს მედლები და მესამე ხარისხის დიპლომები გადაეცათ. შემდეგ 2004 წელს დაბადებულთა (მწვრთნელები: ოთარ ზაქარეიშვილი, დავით ნინუა და ლერი მეგენეიშვილი) ჯერი დადგა. მათ გარი სორდიას სახელობის თასი, ვერცხლის მედლები და მეორე ხარისხის დიპლომები გადაეცათ.
ირფფ-მ 2005 და 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკებში გამორჩეულ ფეხბურთელებს პრიზები გადასცა
დასრულდა იმერეთის 2017 წლის ღია ჩემპიონატი 2005 და 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მითითებით ამ გათამაშებებში ქულების დარიცხვა არ ხდებოდა. ბავშვების წახალისების მიზნით ირფფ-მ მიიღო გადაწყეტილება, რომ მწვრთნელთა გამოკითხვის შედეგად სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო ფეხბურთელები გამოევლინა.
2005 წელს დაბადებულ ჭაბუკებში ნომინანტები გახდნენ:
საუკეთესო მეკარე - პავლე თოდაძე (,,ჩიხურა" საჩხერე) (მწვრთნელი ალექსანდრე ხვედელიძე)
საუკეთესო მცველი - საბა კაპატაძე (,,მართვე" ქუთაისი) (მწვრთნელი ვალერი კუბლაშვილი)
საუკეთესო ნახევარმცველი - ლუკა ჭელიძე (,,მარგვეთი - 2006" ზესტაფონი) (მწვრთნელი ირაკლი მესხი)
საუკეთესო თავდამსხმელი - დავით საღინაძე (,,ხვამლი" ცაგერი) (მწვრთნელები თემურ ახვლედიანი და პორფილე კოპალიანი)
ბომბარდირი - გურამ ჯაფარიძე (,,შუქურა" ქობულეთი) (მწვრთნელი თემურ ჯაფარიძე)
საუკეთესო ფეხბურთელი - ალეკო ბასილაძე(,,ტორპედო" ქუთაისი) (მწვრთნელი ვალერი მუშკუდიანი)
2006 წელს დაბადებულ ჭაბუკებში ნომინანტები გახდნენ:
საუკეთესო მეკარე - ლუკა შენგელია (,,სამტრედია - 2" სამტრედია) (მწვრთნელი ვლადიმერ ქანთარია)
საუკეთესო მცველი - ამირან ტყეშელაშვილი (,,ქუთაისი" ქუთაისი) (მწვრთნელი გიორგი ცუცქირიძე)
საუკეთესო ნახევარმცველი - ლუკა ქიმუცაძე (,,ტორპედო" ქუთაისი) (მწვრთნელი კახა ლიპარტიანი)
საუკეთესო თავდამსხმელი - ლუკა კახნიაშვილი (,,მარგვეთი - 2006" ზესტაფონი) (მწვრთნელი ირაკლი მესხი)
ბომბარდირი - თომა სალდაძე (,,მართვე" ქუთაისი) (მწვრთნელი მამუკა ჯავახაძე)
საუკეთესო ფეხბურთელი - აჩიკო ბარდაველიძე (,,მართვე" ქუთაისი) (მწვრთნელი მამუკა ჯავახაძე)
ამ გათამაშებების ნომინანტები თავიანთ მწვრთნელებთან და მშობლებთან ერთად 3 დეკემბერს მოწვეულნი იქნენ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ოფისში. ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ მათ წარმატებები უსურვეს და დამსახურებული პრიზები გადასცეს.
იმერული კლუბების წარმატება
იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს იმერულ კლუბებს 2017 წლის სეზონის წარმატებით დასრულებას.
ქუთაისის ,,ტორპედოს" ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, საჩხერის ,,ჩიხურას" დავით ყიფიანის სახელობის თასის დაუფლებას, სამტრედიის ,,სამტრედიას" მესამე საპრიზო ადგილის დაკავებას და წარმატებას უსურვებს ამ გუნდებს ევროსარბიელზე ასპარეზობისას.
ირფფ-ს სტუმრობა ზემო იმერეთში
დასრულდა იმერეთის 2017 წლის ღია ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს შორის.
გარი სორდიას სახელობის თასი ქუთაისის ,,მართვემ“ მოიპოვა.
დასრულდა გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. აღსანიშნავია, რომ მთელი ჩემპიონატი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ტურნირის გამარჯვებული პრაქტიკულად ბოლო ტურში გამოვლინდა. ჩემპიონატის ფინიშზე სხვებზე უკეთ ,,მართვე" ქუთაისი გაისარჯა და 50 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა. სამტრედიის ,,სამტრედია" 45 ქულით მეორე ადგილს დაეუფლა, ხოლო ,,მარგვეთი - 2006" ზესტაფონი 41 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.
დღეს ,,მართვეს" სკოლას იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი დავით რუხაძე) ესტუმრა და ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს (მწვრთნელი მერაბ შანიძე) გარი სორდიას სახელობის თასი, ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები გადასცა.
ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასს ,,მართვე" ქუთაისი დაეუფლა
დასრულდა იმერეთის 2017 წლის ღია ჩემპიონატი 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასზე.
ქუთაისის ,,მართვეს" სპორტულ მოედანზე გამართულ ბოლო ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივი ,,მართვე" და ,,რაჭა" ამბროლაური დაუპირისპირდნენ. მართალია ამ მატჩის შედეგი პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა, მაგრამ შეხვედრა მაინც საინტერესო გამოდგა. ორმხრივი შეტევების მიუხედავად მატჩი უგოლო ფრით 0-0 დასრულდა.
ამრიგად 2017 წლის ჩემპიონობა და ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასი ქუთაისის ,,მართვემ" მოიპოვა, რომელმაც ჩემპიონატი 28 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე 19 ქულით ,,სპორტსკოლა" ჭიათურა გავიდა, ხოლო მესამე ადგილს 17 ქულით ,,რაჭა" ამბროლაური დაეუფლა.
მატჩის დაწყებამდე მოხდა შეხვედრაში მონაწილე გუნდების დაჯილდოვება. ირფფ-მ (პრეზიდენტი დავით რუხაძე) ქუთაისის ,,მართვეს" გუნდს ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები გადასცა. ხოლო ამბროლაურის ,,რაჭას" ფეხბურთელები თასით, ბრინჯაოს მედლებითა და შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
რამაზ შენგელიას სახელობის თასი რაჭველებმა მოიპოვეს
დასრულდა იმერეთის 2017 წლის ღია ჩემპიონატი 2000 – 2001 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის რამაზ შენგელიას სახელობის თასზე.
,,ტორპედოს" ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ ბოლო ტურის შეხვედრას ქუთაისის ,,მართვესა" და ამბროლაურის ,,რაჭას" შორის ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სატურნირო ცხრილს რაჭველები ლიდერობდნენ, რომლებიც მეტოქეს ერთი ქულით უსწრებდნენ. ჩემპიონობის მოსაპოვებლად ქუთაისლებს აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, მაშინ როდესაც იგივე მიზნის მისაღწევად სტუმრებს ფრეც აწყობდათ.
გათამაშების ლიდერთა პრინციპული დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მასპინძელთა სათამაშო უპირატესობის მიუხედავად რაჭველებმა თავი კარგად დაიცვეს, მატჩის ბოლომდე საკუთარი კარი მშრალად შეინახეს და შეხვედრა მათთვის სასურველი ანგარიშით ფრედ 0-0 დაასრულეს.
ამ შედეგით ამბროლაურის ,,რაჭამ" 26 ქულა დააგროვა და 2017 წლის ჩემპიონობა მოიპოვა. ქუთაისლები 25 ქულით მეორე ადგილს დასჯერდნენ.
მატჩის დამთავრებისთანავე ირფფ-მ (პრეზიდენტი დავით რუხაძე) ამბროლაურის ,,რაჭას" გუნდს ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები გადასცა. ხოლო ქუთაისის ,,მართვეს" ფეხბურთელები თასით, ვერცხლის მედლებითა და შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ბრინჯაოს პრიზიორი 15 ქულით ხელვაჩაურის ,,მაჭახელა - 2" გახდა.
უელსის ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი ბავშვებს
ორ ათეულ წელზე მეტია გრძელდება დაძმობილებული ქალაქების ქუთაისის და ნიუპორტის ურთიერთობა, რომლის სულისჩამდგმელი პროფესორი ქალბატონი მადონა მეგრელიშვილია.
ქუთაისში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსები დამთავრდა
28 სექტემბერს დაიწყო და 6 ოქტომბერს დამთავრდა ქუთაისში მწვრთნელთა განათლებისCლიცენზიის კურსები. კურსების გახსნა მსმენელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების განყოფილების უფროსმა გოჩა თამაზაშვილმა მიულოცა და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.
Cლიცენზიის კურსები როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავდა. თეორიული კურსი მსმენელებმა ქალაქის მე-12 საჯარო სკოლაში გაიარეს. ამაში დიდი დახმარება გაგვიწია ამავე სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნათია სულავამ.
პრაქტიკული მეცადინეობები აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის და სპორტსაზოგადოება ,,დინამოს" სპორტულ მოედნებზე ტარდებოდა, რაშიც დიდი ხელშეწყობა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და ,,დინამოს" სტადიონის ხელმძღვანელებმა ლევან გვანცელაძემ და თამაზ ჩეჩელაშვილმა გაგვიწიეს.
Cლიცენზიის კურსებს მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერი ეკა ნადირაშვილი და სფფ-ს ინსტრუქტორები თენგიზ კაცია და ავთანდილ შენგელია უძღვებოდნენ.
ამ ეტაპზე სწავლებას დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 18 ლიცენზიის მაძიებელი გადიოდა. კურსები ყველამ წარმატებით დაასრულა.
აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც ერთი წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს უკვე საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.
ბორითში განახლებული სტადიონი გაიხსნა
25 სექტემბერს ხარაგაულის რაიონ სოფელ ბორითში განახლებული სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სტადიონის გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, რეგიონალური ფეხბურთის განვითარების მენეჯერი გოჩა თამაზაშვილი და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით რუხაძე ესწრებოდნენ.
ლევან კობიაშვილმა ადგილობრივებს სტადიონის გახსნა მიულოცა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს საჩუქრად ბურთები გადასცა. აღსანიშნავია, რომ ბორითის სკოლა იმ ათას სკოლას შორისაა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის მასშტაბური პროექტი - ,,ფეხბურთი სკოლებში" ხორციელდება. აქ სპორტის მასწავლებლები უკვე გადამზადდნენ და სწავლის დაწყებასთან ერთად ადგილობრივ ბავშვებს ფეხბურთის გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
,,არაჩვეულებრივი საჩუქარი გაგვიკეთა ფეხბურთის ფედერაციამ. აქ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას კარგი პერსპექტივა აქვს. სამი ასაკობრივი გუნდი გვყავს და იმედია ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება." - განაცხადა ადგილობრივი სკოლის სპორტის მასწავლებელმა სულიკო დონაძემ.
ვეტერანთა მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა
22 სექტემბერს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ვეტერანთა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ,,ტორპედოს" ვეტერანებმა უკრაინა -პოლონეთის გაერთიანებულ გუნდს ,,ლეგიონ XXI - ს" უმასპინძლეს.
მეგობრული მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. შედარებით უფრო ,,ახალგაზრდა" სტუმრებმა მეტი აქტიურობა გამოიჩინეს და მეგობრული შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ 6:2 დაასრულეს.
სტუმართაგან განსაკუთრებით იური ნესტეროვი გამოირჩა, რომელმაც პოკერი შეასრულა. თითო-თითო გოლი კი იური გოლდინმა და დმიტრო კოშაკოვმა მიითვალეს.
ტორპედოელთაგან გოლები ჯიმშერ ვერულაშვილმა და მამუკა ხუნდაძემ გაიტანეს.
ვეტერანთა მატჩის მოლოდინში
ქალაქ ქუთაისის მერია და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია სტუმრად ღებულობს უკრაინა - პოლონეთის ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებულ გუნდს ,,ლეგიონი XXI -ს", რომელიც მიმდინარე წლის 22 სექტემბერს 17.00 საათზე რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის ,,ტორპედოს" ვეტერანებთან საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ძვირფასო ქუთათურებო და ქალაქის სტუმრებო, გთხოვთ მობრძანდეთ სტადიონზე, რათა კიდევ ერთხელ იხილოთ ვეტერანთა თამაში.
პატივისცემით იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია.
მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ქუთაისში ჩატარდება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სასწავლო კურსს, რომელიც 25 სექტემბრიდან ქუთაისში ჩატარდება. მსურველებმა განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ან იმერეთის რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციაში, რათა გახდნენ მომდევნო სასწავლო კურსის მონაწილეები.
ლიცენზირების მსურველებმა უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
1) პირადი განცხადება
2) CV
3) 2 ფოტოსურათი (3/4)
4) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
5) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ
6) ცნობა ნარკოლოგიურიდანÂ
7) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
სასწავლო კურსის ღირებულება 400 ლარია.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს - ეკა ნადირაშვილს 291 26 70; 291 37 33 და 595 12 12 19.
ქუთაისში გიორგი კიკაჩეიშვილს - 577 17 04 09 და 599 15 58 09.