2017 წლის 12 აპრილს, ქუთაისში - "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" დარბაზში იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მერვე ყრილობა ჩატარდა. დღის წესრიგში ორი საკითხი იყო: ირფფ-ს წესდების ახალი რედაქციის მიღება და აღმასკომის წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა. ყრილობას თბილისიდან ესწრებოდა სფფ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე სალომე კიკალიშვილი.
დღეს, იმერეთის ღია ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩები გარი სორდიასა და მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებებზე ჩატარდა. ორიდან ორი მატჩის მომგები ოთარ ზაქარეიშვილის გაწრთვნილი "სამტრედია" 2004-წლამდელთა ღია ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია.
დაწვრილებით...8 აპრილს 2005 წლამდე დაბადებულ ჭაბუკთა იმერეთის ღია ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. მათი შედეგები ასე გამოიყურება:
დაწვრილებით...დღეს, სამ იმერულ ქალაქში 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასის გათამაშება დაიწყო. ვიდრე ქუთაისის "მართვესა" და ამბროლაურის "რაჭას" პაექრობა დაიწყებოდა, ირფფ-ს წარმომადგენელმა ვახტანგ დათიაშვილმა შარშანდელ გათამაშებაში გამარჯვებისთვის თასი "მართვეს" კაპიტანს გადასცა. ეს ჯილდო ზვიად ენდელაძისა და გიორგი გაბიჩვაძის გაწრთვნილებმა 2016 წლის დეკემბერში გამართულ გადამწყვეტ მატჩში "სამტრედიას" ძლევისთვის (2:1) დაიმსახურეს.