კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება!
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება.
სფფ-მ იმერეთის რეგიონის ვეტერან ფეხბურთელებს წინასააღდგომოთ პროდუქტი გადასცა.
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ვეტერან ფეხბურთელებს, სააღდგომოთ საკვები პროდუქტი გადაეცა.
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა 100 ათასი ლარის ოდენობით #stopcov ფონდში გადარიცხა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.
რეგიონული ლიგის (დასავლეთი) გათამაშების კენჭისყრა.
მიმდინარე წლის 18 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, იმერეთის და აჭარის ფეხბურთის ფედერაციებმა, ქალაქ ქუთაისში საზოგადოება ქუთაისელის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარეს რეგიონული ლიგის (დასავლეთი) გათამაშების კენჭისყრა.
დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს 30 წელი შეუსრულდა!
დღეს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს 30 წელი შეუსრულდა. 1990 წლის 15 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა.