1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Home

„მარგვეთმა“ პენალტების სერიაში იმარჯვა

1 მარტს, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების მეორე ნახევარფინალი გაიმართა. საღორიას საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-მა ქუთაისის "ტორპედო-2"-ს ძირითადი დროის ფრედ (2:2) დასრულების შემდეგ პენალტების სერიაში 5:4 მოუგო.

დაწვრილებით...

„იმერეთი“ „დასავლეთის თასი 2017“-ს პირველი ფინალისტია

28 თებერვალს წყალტუბომ "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების პირველ ნახევარფინალს უმასპინძლა. 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ერთმანეთის პირისპირ ხონის "იმერეთი" და ჩხოროწყუს "სამეგრელო" წარსდგნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა და იმერლებმა 11-მეტრიანების სერიაში 4:3 იმარჯვეს.

დაწვრილებით...

ბახმაროელთა დამაჯერებელი გამარჯვება

"დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე II ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი შედგა. წყალტუბოს "სამგურალი-2" ჩოხატაურს ეწვია, სადაც ადგილობრივი "ბახმარო" დაუხვდა. თამაში გურულების უპირატესობით წარიმართა, რომლებიც უკვე მე-16 წუთისთვის 3:0-ს იგებდნენ. მატჩის ბოლოს თემურ ლორიას შეგირდებმა (კერძოდ, ონისე ჩინჩალაძემ) ერთი გოლიც გაიტანეს და მეტოქეს საბოლოოდ 4:0 მოუგეს.

დაწვრილებით...

ზესტაფონელთა ნაბიჯი ნახევარფინალისაკენ

"დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე მორიგი მატჩი გაიმართა II ჯგუფში. წყალტუბოში "სამგურალი-2" ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს დაუპირისპირდა და 1:4 წააგო. ანგარიში წყალტუბოელებმა გახსნეს, მაგრამ საკუთარ კარში გატანილი გოლით. ზვიად ქუთათელაძის გაწვრთნილებმა გათანაბრება მალე შეძლეს (ბესო პატარიძე) და პირველი ტაიმიც ფრედ დასრულდა.

დაწვრილებით...

„იმერეთი“ „დასავლეთის თასი 2017“-ს ნახევარფინალშია

"დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე ხონის "იმერეთმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩშიც იმარჯვა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. დავით ჭელიძის გაწვრთნილებმა ჩხოროწყუს "ლესიჭინეს" 2:1 მოუგეს და პლეი ოფში კიდევ ერთ ჩხოროწყუს წარმომადგენელს - "სამეგრელოს" დაუპირისპირდება.

დაწვრილებით...

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates