საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

გარი სორდიას თასზე „სამტრედია“ უდანაკარგოა

დღეს, იმერეთის ღია ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩები გარი სორდიასა და მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებებზე ჩატარდა. ორიდან ორი მატჩის მომგები ოთარ ზაქარეიშვილის გაწრთვნილი "სამტრედია" 2004-წლამდელთა ღია ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია.

2005-წლამდელებმა მეორე ტური ითამაშეს

8 აპრილს 2005 წლამდე დაბადებულ ჭაბუკთა იმერეთის ღია ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. მათი შედეგები ასე გამოიყურება:

მიქაელ მამასახლისმა „მართვეს“ პოკერით მოაგებინა

altდღეს, სამ იმერულ ქალაქში 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასის გათამაშება დაიწყო. ვიდრე ქუთაისის "მართვესა" და ამბროლაურის "რაჭას" პაექრობა დაიწყებოდა, ირფფ-ს წარმომადგენელმა ვახტანგ დათიაშვილმა შარშანდელ გათამაშებაში გამარჯვებისთვის თასი "მართვეს" კაპიტანს გადასცა. ეს ჯილდო ზვიად ენდელაძისა და გიორგი გაბიჩვაძის გაწრთვნილებმა 2016 წლის დეკემბერში გამართულ გადამწყვეტ მატჩში "სამტრედიას" ძლევისთვის (2:1) დაიმსახურეს.

ვეტერანებმა თეიმურაზ ცნობილაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

altირფფ-ს თაოსნობით, 7 აპრილს, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის თეიმურაზ ცნობილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართა. "ცამცეს" პატივსაგებ მატჩში, რომელიც წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფანიან მოედანზე შედგა, ერთმანეთს ადგილობრივი "სამგურალისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ვეტერანები დაუპირისპირდნენ. ორმა 20-20-წუთიანმა ტაიმმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 5:5.

შარშანდელმა ჩემპიონმა 2003-წლამდელთა სტარტი წელსაც მოგებით აიღო

alt6 აპრილს, ირფფ-ს ორგანიზებული გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშებაც დაიწყო. თუმცა, ვიდრე გუნდები ტურის პირველი მატჩს დაიწყებდნენ, ფედერაციის წარმომადგენელმა ვახტანგ დათიაშვილმა შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულ საჩხერის ”ჩიხურას” (მწრთვნელი მირიან მიქაძე) თასთან ერთად, ღია ჩემპიონატის მოგებისთვის საპატიო სიგელიც გადასცა.

რამაზ შენგელიას თასზე პირველი ტური დამთავრდა

იმერეთის ღია ჩემპიონატზე 2000-2001 წლებში დაბადებულმა ჭაბუკებმა, დღეს პირველი ტურის მატჩი გამართეს. ქუთაისში, კერძოდ კი საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ტორპედომ" ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს უმასპინძლა და 0:1 წააგო. თამაზ გაბრიჭიძის გაწვრთნილმა ყვირილასპირელებმა საბა ბაზაძის გოლით იმარჯვეს.

რაჭველთა იმერული ვოიაჟი

alt4 აპრილს, იმერეთის ღია ჩემპიონატზე გათამაშების სტარტი 2000-2001 წლებში დაბადებულმა ჭაბუკებმა აიღეს. გათამაშებაში მონაწილე ქუთაისის "მართვეს" ორივე გუნდს საშინაო მატჩები ჰქონდა. პირველმა ამბროლაურის "რაჭას" უმასპინძლა და 1:2 წააგო. მატჩი სამივე გოლი სტუმრებმა გაიტანეს - ლევან გონაძემ საკუთარ კარში, გაგა ჯოხაძემ (2) კი მეტოქისაში.

2005-წლამდელებმა პირველი ტური გამართეს

დღეს, ირფფ-ს ორგანიზებულ რეგიონის ჭაბუკთა ღია ჩემპიონატში, პირველი ტურის მატჩები 2005 წელს დაბადებულმა (ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშება) ფეხბურთელებმა ითამაშეს.

ირფფ-მ ჭაბუკთა ღია ჩემპიონატები დაიწყო

alt1 აპრილს, დასავლეთ საქართველოს 4 ქალაქში იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღია ჩემპიონატების 8 მატჩი გაიმართა. ჭაბუკთა ექვს ასაკობრივ ჯგუფში, ირფფ-ს ეგიდით 2017 წელს რამაზ შენგელიას, ჯუმბერ ხაჟალიას, გივი ნოდიას, გარი სორდიას, ჯემალ ხერხაძისა და მერაბ მეგრელაძის სახელობის ღია გათამაშებები გაიმართება.

„სამგურალის“ 12-წლამდელებმა გარი სორდიას თასი მოიგეს

altირფფ-ს ორგანიზებით დღეს კიდევ ერთი შარშანდელი ჭაბუკთა ფინალი გაიმართა. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, წყალტუბოს"სამგურალისა" და ქობულეთის "შუქურას" 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ქუთაისში მსაჯებმა ტესტირება გაიარეს

13 მარტს, ლიგა 3-ს დაწყებასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით (სფფ-სთან შეთანხმების შემდეგ) ქუთაისში მსაჯთა პრაქტიკული და თეორიული ტესტირებები ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების 21 მსაჯი, რომელთაგან 9 ახალი სეზონის წინ პირველად გადიოდა შემოწმების აღნიშნულ ეტაპებს.

სამწვრთნელო ლიცენზიების მსურველთა საყურადღებოდ!

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ B და C სამწვრთნელო ლიცენზიების მოპოვების მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაში.

ვასილ ტროიანი - 70

18 თებერვალს, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაში შეკრებილმა ვეტერანებმა, წარსულში ცნობილი თავდამსხმელის ვასილ ტროიანის 70 წლის იუბილე აღნიშნეს. იდეის განხორციელება, ასევე ყოფილმა ფეხბურთელმა კახა არსენიძემ ითავა.

13 თებერვალს სფფ-ს აღმასკომის სხდომა გაიმართება

alt

13 თებერვალს, 11:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება სხდომის დღის წესრიგი:

1. საქართველოს 2017 წლის XXIX ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXVIII გათამაშების დებულების დამტკიცების შესახეებ;
2. 15, 17 და 19 წლამდელთა ასაკობრივი ლიგების 2017 წლის გათამაშების დებულების დამტკიცების შესახებ;
3. 2017 წლის ეროვნული ლიცენზირების პროცესის შესახებ;
4. სხვადასხვა