საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

უეფას მსაჯთა ტალანტებისა და მენტორების პროგრამა ნიონში



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯუნეტ ჩაქირმა უეფას მსაჯთა ტალანტებისა და მენტორების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 29-31 აგვისტოს ნიონში გაიმართა. 

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩზე



27 ივლისს, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. 

C ლიცენზიის კურსი აჭარა-გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით და რეგიონული ფედერაციების ჩართულობით, 10 ივლისს სტარტი აიღო უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსებმა აჭარა-გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში. 

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი



უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ქართველი მსაჯები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე



12 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ფინური HJK-ს და ჩრდილოეთ ირლანდიის "ლარნე" ქართველმა მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა  იმსაჯა, მას ასისტენტობა გიორგი ელიკაშვილმა და დავით ჩიგოგიძემ გაუწია. მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იყო.

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს – 1:0.

მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე გავიდა – თავი კერტის ჯონსმა გამოიჩინა. ესპანეთის ნაკრებს ანგარიშის გათანაბრება ბოლო წუთზე შეეძლო, თუმცა აბელ რუისის დარტყმა ჯეიკობ ტრაფორდმა მოიგერია. ინგლისელთა მეკარემ ტურნირის ექვსივე შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.